Friday, 20 November 2015

მეცხრე დღის რეფლექსია
გავეცანით პროექტის წარდგენის სხვადასხვა მეთოდებს.
თითოეულმა მსმენელმა წარმოვადგინეთ საკუთარი პროექტის პრეზენტაცია. მოვისმინე საინტერესო თემები სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფების. ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი შეხედულებები, მოსაზრებები თემების ირგვლივ.  ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო დღევანდელი დღე. მადლობელი ვარ ყველაფრისთვის,ინტელის ტრენინგმა უამრავი ცოდნა მომცა. განსაკუთრებული მადლობა ტრენერს,  თამარს  ჩვენთვის გაწეული დახმარებისათვის.    

Sunday, 15 November 2015

სასწავლო პროექტის შაბლონში შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების ველი. კიდევ ერთხელ ვიმსჯელეთ როგორ უნდა წარმოვადგინოთ პრეზენტაცია ეფექტურდ. გადავახალისე ჩემი პორტფოლიო და გამოვაქვეყნე ბლოგზე. ბლოგისთვის შევარჩიეთ შესაფერისი დიზაინი. გავეცანით ინტელის რესურსებს,
 დამაფიქრა, გავითვალისწინებ ინტერნეტ რესურსებთან დაკავშირებით უსაფრთხოების წესებს.

 

Saturday, 14 November 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია
სასწავლო პროექტის შაბლონში შევიტანეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი. განვსაძღვრეთ საბაზისო უნარები, რომელიც მოსწავლემ უნდა იცოდეს. შევიმუშავეთ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა. გავეცანით ინდივიდუალურ მიდგომებს სწავლების დროს.
  გამოვიყენებ ინდივიდუალური მიდგომის სტრატეგიებს მოსწავლეებთან ურთიერთობისას.

Sunday, 1 November 2015

მეოთხე დღის რეფლექსია
ბოლომდე დავხვეწე და შევავსე ბუკლეტი. სრულყოფილად შევავსე შეფასების დროის ჩარჩო. შევქმენი პროექტის პრეზენტაცია და გამოვაქვეყნე ბლოგზე.google drive-ში ავტვირთე ჩემი საქაღალდე,

პროექტის პრეზენტაცია

Saturday, 31 October 2015

მესამე დღის რეფლექსია
ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით. ვიმუშავეთ დროში გაწერილ შეფასების ჩარჩოზე. ვისაუბრეთ შეფასების ხუთ ძირითად მიზანზე. ვიმუშავეთ ბუკლეტის შექმნაზე.

Sunday, 25 October 2015

მეორე დღის რეფლექსია

განვიხილეთ საპროექტო თემები, გავიაზრეთ რამდენად აქტუალურია, მივუსადაგეთ ეროვნული სასწავლო გეგმიდან სტანდარტები,განვიხილეთ ბლუმის განახლებული ტაქსონომია, ბლოგზე განვათავსე თემის შესაბამისი სურათები, კითხვარი,ბლოგი მოვმართე სასურველი დიზაინით. შევავსეთ პროექტიის შაბლონი.